Petal რეკლამები არის რეკლამების პლატფორმა, რომელსაც უზრუნველყოფს Huawei Services (Hong Kong) Co., Limited Aspiegel SE, ჰონკონგში დაფუძნებული Huawei-ის შვილობილი კომპანია (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“), რეკლამის დამკვეთებისთვის, რათა მიაწოდონ რეკლამები HUAWEI-ს და მესამე მხარისპარტნიორის აპებს.
Aspiegel SE და Petal რეკლამები მონაწილეობენ IAB Europe გამჭვირვალობისა და თანხმობის სისტემაში და შეესაბამებიან მათ მახასიათებლებსა და პოლიტიკას. სისტემაში Aspiegel-ის საიდენტიფიკაციო ნომერია 856. Aspiegel ასევე მართავს პირად თანხმობის მართვის პლატფორმას საიდენტიფიკაციო ნომრით 386, რომელიც გამოიყენება Aspiegel-ის მოწოდებული სხვადასხვა HMS აპების მიერ.
მოცემულ დებულებაში აღწერილია:
Petal რეკლამების მიზნით ჩვენ შევაგროვებთ და გამოვიყენებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
ცნობები ანგარიშზე, როგორიცაა ასაკი, სქესი და ანგარიშის იდენტიფიკატორი, თუ შესული ხართ თქვენი HUAWEI ID ანგარიშით.
ცნობები მოწყობილობაზე, როგორიცაა Huawei მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი (თუ თქვენს მოწყობილობას აქვს Huawei Mobile Services, შემდგომში „HMS“), Google-ის სარეკლამო იდენტიფიკატორი (თუ თქვენს მოწყობილობას აქვს Google Mobile Services, შემდგომში „GMS“), მოწყობილობის იდენტიფიკატორი, მოწყობილობის ბრენდი, მოწყობილობის მოდელი და ტიპი, ოპერაციული სისტემის ვერსია, ინფორმაცია ოპერატორის შესახებ, ზუსტი მდებარეობა, ეკრანის გარჩევადობა, ენის პარამეტრები, პროცესორი, მეხსიერება და ინფორმაცია საცავის შესახებ, აპის დაინსტალირების ინფორმაცია, ასევე მოწყობილობის გამოყენების დრო.
ცნობები ქსელზე, როგორიცაა IP მისამართი, ქსელის ტიპი, Wi-Fi-ის სახელი, Wi-Fi და Bluetooth წვდომის წერტილების MAC მისამართები და ინტერნეტის წვდომის ინფორმაცია. ჩვენ ვიყენებთ IP მისამართს მიახლოებითი მდებარეობის მისაღებად (ქალაქის/ქვეყნის ან რეგიონის დონეზე). Wi-Fi-ს სახელი შეიძლება გამოყენებული იქნეს მდებარეობის კატეგორიის შესაფასებლად (მაგ., აეროპორტი, როცა Wi-Fi-ს სახელი მოიცავს სიტყვას „აეროპორტი“).
სერვისის გამოყენების ინფორმაცია, როგორიც არის შესყიდვები აპიდან (სხვა დამატებითი მონაცემები არ შეგროვდება, მაგ., რა იყო შეძენილი და სად), რეკლამის მოვლენის მონაცემები (მაგ., დაწკაპუნებები და დაწკაპუნების პოზიცია ეკრანზე) Huawei-ისა და მესამე მხარის აპებიდან, რომლებიც გაწვდიან რეკლამებს Petal რეკლამების პლატფორმიდან, ინფორმაცია დაწკაპუნებული შიგთავსის შესახებ (მაგ., რომელი ბრენდი, ფასი და ინდუსტრია), ინფორმაცია აპების შესახებ (სახელი და კატეგორია), რომლებიც დაინსტალირებული გაქვთ HUAWEI AppGallery-დან და გამოიყენეთ ბოლო 30 და 180 დღის განმავლობაში, ასევე, ვიდეოები, რომლებსაც უყურეთ HUAWEI Video-ზე. შემდეგი ინფორმაცია HMS-ისა და პარტნიორის სერვისებთან თქვენი ინტერაქციის შესახებ:
თუ მოწყობილობაში ჩართული გაქვთ Petal რეკლამების პერსონალიზაცია, პერსონალური მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენთვის უფრო რელევანტური რეკლამების უზრუნველსაყოფად HUAWEI Mobile Services-ში და მესამე მხარის აპებში Petal რეკლამების პლატფორმის მეშვეობით. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ რეკლამების პერსონალიზაციაზე ნაწილის 5.4 შესაბამისად. თუ თქვენ გამორთავთ რეკლამების პერსონალიზაციას, თქვენთვის კონტექსტური რეკლამების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება ზოგადი ფაქტორები, როგორიცაა თქვენი ნანახი შიგთავსი, მიახლოებითი მდებარეობა (IP მისამართის მიხედვით), მოწყობილობის ენის პარამეტრები და მოწყობილობის მოდელი. გარდა ამისა, Petal რეკლამები ამოიცნობს, რომელი აპებია დაინსტალირებული თქვენს მოწყობილობაზე,მაგრამ არ შეინახავს ამ ინფორმაციას რომელიმე სერვერზე და არ დააკავშირებს თქვენთან. ასე შესაძლებელი გახდება, ნახოთ შესაბამისი აპის რეკლამები (მაგ., რეკლამები არ შემოგთავაზებთ იმ აპების დაინსტალირებას, რაც უკვე გაქვთ მოწყობილობაში).
ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს HUAWEI Mobile Services-იდან თქვენთვის რეკლამის პერსონალიზაციის მომსახურების უზრუნველსაყოფად შემდეგნაირად:
HUAWEI AppGallery-ში თქვენი აქტივობების საფუძველზე ჩვენ ვქმნით სეგმენტებს, როგორიცაა თამაშები, მუსიკა, სპორტი, ვიდეოები, ტელევიზია, კომუნიკაცია, სახლი, ამინდი და კალენდრები, რუკები, ნავიგაცია, ტრანსპორტი, მანქანები, ეკრანის ბლოკები, ფონები, კეთილდღეობა, ფოტოგრაფია, ელექტრონული წიგნები, ახალი ამბები, აუდიოწიგნები, ჟურნალები, იუმორი, მოგზაურობა და დასაქმება, თქვენ მიერ დაინსტალირებული აპების საფუძველზე. სეგმენტი შექმნილია დაინსტალირებული აპ(ებ)ის თავისებურებების მიხედვით. აპის დაინსტალირების მონაცემები, ამ თავში ნახსენებ სხვა მონაცემებთან ერთად, შეიძლება ასევე იყოს გამოყენებული სეგმენტების შექმნისას.
დამატებით, Petal რეკლამები ამოიცნობენ, რომელი აპები გაქვთ დაინსტალირებული მოწყობილობაში, შესაბამისი აპის რეკლამების საჩვენებლად (მაგ., რეკლამები არ წაახალისებს დააინსტალიროთ აპები, რომლებიც უკვე დაინსტალირებული გაქვთ მოწყობილობაში), ასევე, აპის ჩამოტვირთვების დათვლისა და ანგარიშისთვის Petal რეკლამების განმთავსებლებისთვის კამპანიის შესაფასებლად.
HUAWEI Video-ში თქვენი აქტივობების საფუძველზე ჩვენ ვქმნით სეგმენტებს რეკლამის დამკვეთებისთვის, როგორიცაა მულტფილმები, კრიმინალი, ინტერვიუ, მუსიკა, კვება, მოდა, მანქანები, ფანტასტიკა, განათლება, ლიტერატურა, ტექნოლოგია, ოჯახი და სპორტი, თქვენ მიერ ნაყურები ვიდეოების საფუძველზე. სეგმენტი შექმნილია ნანახი ვიდეო(ები)ს თავისებურებების მიხედვით. ნანახი ვიდეოების მონაცემები, ამ თავში ნახსენებ სხვა მონაცემებთან ერთად, შეიძლება ასევე იყოს გამოყენებული სეგმენტების შექმნისას.
HUAWEI ID ანგარიშის ინფორმაცია გამოიყენება ასაკის და სქესის სეგმენტების შესაქმნელად. თუ არ გაქვთ HUAWEI ID ანგარიში, ჩვენ შეიძლება დავადგინოთ თქვენი ასაკი და სქესი ამ თავში ნახსენები მონაცმების გამოყენებით.
HUAWEI IAP ინფორმაცია გამოიყენება სეგმენტების შესაქმნელად თქვენი გადახდის სტატუსის შესახებ (გადამხდელი მომხმარებელი თუ არა-გადამხდელი მომხმარებელი) იმის მიხედვით, გადაიხადეთ თუ არა აპიდან HUAWEI IAP-ის გამოყენებით.
გარდა ამისა, EMUI ოპერაციული სისტემები, რომლებსაც მართავს Huawei Device Co., Ltd., აცნობებს Petal რეკლამების პლატფორმას იმ ფაქტის შესახებ, რომ თქვენს მოწყობილობაში განხორციელდა გადახდები (დამატებითი დეტალები არ შეგროვდება, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, რა და სად შეიძინეთ).
ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს მესამე მხარის პროგრამებიდან, რომელბიც გაწვდით რეკლამებს Petal რეკლამების საშუალებით შემდეგნაირად:
როცა რომელიმე აპი, რომელსაც თქვენ იყენებთ, აჩვენებს რეკლამებს Petal რეკლამების პლატფორმიდან, ის აპი შეასრულებს Petal რეკლამების მონაცემთა წყაროს როლს რეკლამების პერსონალიზაციის და სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნახსენებია ამ დებულებაში და გააზიარებს ინფორმაციას თქვენ მიერ გამოყენებული აპის შესახებ (მაგ., აპის სახელი, ვერსია და აპის გამოყენების დრო და სიხშირე), კონტექსტურ ინფორმაციას (მაგ., რა ტიპის ვიდეს უყურებთ იმ დროს, როცა რეკლამა მოგეწოდათ) თქვენი მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორს, სარეკლამო/კამპანიის იდენტიფიკატორს, IP მისამართს, მოწყობილობის ინფორმაციას (მაგ., ბრენდი და მოდელი), აპის დაინსტალირების ინფორმაციას, ოპერაციული სისტემის ინფორმაციას, ქსელის ტიპს, ოპერატორის ინფორმაციას, მდებარეობის მონაცემებს (თუ მდებარეობის მონაცემების გამოყენება ავტორიზებული გაქვთ). ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ თანხმობის წინადადება, რაც მიანიშნებს თქვენს პრიორიტეტებს თანხმობასა და შედავებაზე, რის შესაბამისადაც დამუშავდება თქვენი მონაცემები. ჩვენ მივიღებთ მონაცემებს ყოველ ჯერზე, როცა მესამე მხარის პროგრამა გააკეთებს რეკლამის მოთხოვნას Petal რეკლამებში. ასევე, შეგროვდება მონაცემები თქვენი Petal რეკლამების რეკლამებთან ინტერაქციის შესახებ (რეკლამაზე დაწკაპუნებები, ჩამოტვირთვები, ნახვები, დაკვრები და სხვა). ეს მონაცემები საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სეგმენტები, მაგალითად, თქვენ მიერ გამოყენებული აპის და ამ გამოყენების სიხშირის მიხედვით, ისევე, როგორც თქვენ მიერ ნანახი შიგთავსის მიხედვით, ის შეიძლება გამოყენებული იყოს ცალკე ან სხვა მონაცემებთან ერთად, რომლებიც ნახსენებია ამ თავში სეგმენტების შესაქმნელად. ასეთი ინფორმაცია გამოიყენება სხვა მიზნებისთვისაც, მათ შორის ფუნქციონალობის გაზომვა, თაღლითობის არიდება და ანგარიშგება, როგორც აღწერილია ამ დებულების მე-2 თავში.
ჩვენ ვიყენებთ თქვენი მოწყობილობის მდებარეობის ინფორმაციას მდებარეობაზე დაფუძნებული რეკლემებისთვის შემდეგნაირად:
თუ ჩართული გაქვთ რეკლამების პერსონალიზება და დათანხმდით მდებარეობაზე დაფუძნებულ რეკლამებს HMS მოწყობილობებზე, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი GPS ინფორმაცია თქვენს Huawei მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორთან ერთად, რომ მივიღოთ მდებარეობის კატეგორიები ბოლო 30 დღის განმავლობაში თქვენ მიერ მონახულებული მდებარეობებისთვის, როგორიცაა ბიზნეს რაიონი, საცხოვრებელი ზონა, ბიზნეს შენობა, ინდუსტრიული პარკი, უნივერსიტეტი, აეროპორტი, რკინიგზის სადგური, ავტობუსების სადგური, მეტრო, ბიბლიოთეკა და მუზეუმი.თუ დათანხმდით მდებარეობაზე დაფუძნებული რეკლამების მიღებას HMS მოწყობილობებზე, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი ზუსტი მდებარეობა(GPS/GNSS და ქსელის ინფორმაციის საშუალებით) თქვენს Huawei მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორთან ერთად. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში თქვენი ვიზიტების საიდენტიფიკაციოდ, ზუსტი მდებარეობა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ თქვენი მდებარეობის კატეგორიები, რომლებსაც ეწვიეთ, როგორიცაა კომპანიის რეგიონი, საცხოვრებელი ზონა, კომპანიის შენობა, ინდუსტრიული პარკი, უნივერსიტეტი, აეროპორტი, მატარებლის სადგური, მეტრო, ბიბლიოთეკა და მუზეუმი. გარდა ამისა, შეიძლება გამოვიყენოთ Wi-Fi სახელები თქვენ მიერ მონახულებული ადგილების კატეგორიების შესაფასებლად (მაგ., აეროპორტი, როდესაც Wi-Fi სახელი შეიცავს „აეროპორტს“).
თუ ჩართული გაქვთ მდებარეობის ნებართვა აპისთვის, რომელიც გაჩვენებთ Petal რეკლამების პლატფორმის რეკლამებს, ჩვენ შეიძლება ასევე გამოვიყენოთ თქვენი მოწყობილობის მდებარეობა, რათა გაჩვენოთ რეკლამები თქვენ მიერ მონახულებული ადგილებისა და ზონების მიხედვით.ჩვენ შეიძლება ასევე გამოვიყენოთ თქვენი მოწყობილობის ზუსტი მდებარეობა, თუ გაცემული გაქვთ მდებარეობის ნებართვა იმ აპისთვის, რომელიც გაჩვენებთ Petal რეკლამების პლატფორმის რეკლამებს ან მკაფიოდ დათანხმებული ხართ ამ აპში Petal რეკლამების მიერ ზუსტი მდებარეობის გამოყენებას.
ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენი მდებარეობა პირდაპირ თქვენი მოწყობილობიდან, მისი GNSS მდებარეობის დადგენის შესაძლებლობების გამოყენებით (რომლითაც მოწყობილობა მდებარეობას იღებს სატელიტებიდან) ან HMS Core მდებარეობის სერვისის საშუალებით, რომელიც ადგენს თქვენს მდებარეობას ქსელის შესახებ ცნობებზე დაყრდნობით (როგორიცაა Wi-Fi/Bluetooth წვდომის წერტილები და ფიჭური ანძების მდებარეობები). თქვენი მდებარეობა მიახლოებით განისაზღვრება, რისთვისაც ერთმანეთთან შედარებული იქნება ცნობები თქვენი მიმდინარე მდებარეობის უახლოეს ქსელზე (როგორიცაა Wi-Fi ქსელები, კონკრეტული ტიპის Bluetooth მოწყობილობები და ფიჭური ანძები, რომლებიც თქვენს მოწყობილობას სიგნალს უგზავნის) და ჩვენს HMS Core მდებარეობის სერვისის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის Huawei-ს მდებარეობის სერვისების შესახებ თქვენს მოწყობილობაში გახსენით პარამეტრები > კონფიდენციალურობა > მდებარეობის სერვისები (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პარამეტრების ადგილი შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით).
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ფედერაციული სწავლება თქვენს მოწყობილობაზე, უფრო რელევანტური რეკლამების მოსაწოდებლად. თუ ჩართულია ჭკვიანი რეკლამები, ჩვენ გამოვიყენებთ ადგილობრივ, მოწყობილობაზე დამუშავებას რეკლამების ხალხის ჯგუფისთვის შესარჩევად, ნაცვლად ინდივიდუალური მორგებისა. ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მოწყობილობაზე შენახულ მონაცემებს, როგორიცაა დაინსტალირებული აპები, აპის გამოყენება, მოწყობილობა, წვდომა მდებარეობაზე და აპის ინფორმაცია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ჭკვიანი რეკლამების გამორთვა ნაწილის 5.4 შესაბამისად.
ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის თქვენი თანხმობის საფუძველზე ან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად:
ჩვენ გვაქვს წვდომა ინფორმაციაზე თქვენი მოწყობილობიდან და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მონაცემების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. თავი 1) შემდეგი მიზნებისთვის თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
გამომქვეყნებელი (იმ აპის ოპერატორი, სადაც ნაჩვენებია Petal რეკლამების მოწოდებული რეკლამა) მოითხოვს თქვენს თანხმობას Petal რეკლამებისთვის. გამომქვეყნებელი გავძლევს სიგნალს თქვენი თანხმობის სტატუსზე, რაც მიანიშნებს, და შესაბამისად, განსაზღვრავს შეგვიძლია თუ არა თქვენი მოწყობილობის მონაცემებზე წვდომა და გამომქვეყნებლის აპიდან მიღებული მონაცემების დამუშავება ქვემოთ მითითებული მიზნებისთვის.
მოწყობილობის ინფორმაციაზე წვდომა. მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი მოწყობილობის სხვა ინფორმაციასთან ერთად შეიძლება მისაწვდომი იყოს თქვენს მოწყობილობაზე მის ამოსაცნობად ყოველ ჯერზე, როდესაც ის დაუკავშირდება აპს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მიზნით. სარეკლამო იდენტიფიკატორი განსაკუთრებულია თქვენი მოწყობილობისთვის და შეიძლება გაუქმდეს ან აღდგეს ნაწილი 5.3 და ნაწილი 5.4 შესაბამისად.
პროფილის შექმნა პერსონალიზებული რეკლამისთვის. Huawei mobile services-ისა და Petal რეკლამებისგან რეკლამების მომწოდებელი პარტნიორის აპების რეკლამებსა და შიგთავსთან თქვენი ინტერაქციის მონაცემები შეიძლება შენახული და გაერთიანებული იყოს თქვენი პროფილის შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად.
პროფილების გამოყენება პერსონალიზებული რეკლამების შესარჩევად. თქვენს წინაშე წარმოდგენილი რეკლამები შეიძლება ეფუძნებოდეს თქვენს სარეკლამო პროფილებს. პროფილირება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სეგმენტები, რომლებიც წარმოადგენს მიახლოებით მსგავსი ინტერესებისა და მახასიათებელების მქონე ადამიანთა ჯგუფებს. რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ასეთი სეგმენტების გამოყენება ჩვენს პლატფორმაზე მათი კამპანიებისთვის სპეციფიკური მიზნობრივი ჯგუფების შესაქმნელად. შეგიძლიათ თქვენი განთავსების სეგმენტების წვდომა და დაზუსტება ნაწილი 5.1-ისა და ნაწილი 5.7-ის შესაბამისად.
ჩვენ არასოდეს ვაძლევთ უფლებას ან ნებართვას რეკლამის განმთავსებლებს უზრუნველყონ მიზნობრივი რეკლამა ისეთი სენსიტიური მონაცემების საფუძველზე, როგორიცაა ჯანმრთელობასთან, სექსუალობასთან, რელიგიურ ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული მონაცემები. რეკლამით გამოწვეული ნებისმიერი პოტენციური ზიანისგან ბავშვების დასაცავად, ჩვენ განზრახ არ მივაწოდებთ ბავშვებს პერსონალიზებულ რეკლამებს და გავფილტრავთ და შევზღუდავთ რეკლამებს, რომლებიც შეიძლება ბავშვებისთვის შეუფერებელი იყოს. თუ რემელიმე აპის რეკლამების მოთხოვნა მიანიშნებს, რომ მომხმარებელი არის ბავშვი, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ კონტექსტურ რეკლამებს და არ შევინახავთ ან გამოვიყენებთ რაიმე მონაცემს პროფილირებისთვის. ასევე, პერსონალიზებული რეკლამები ნაგულისხმევად გამორთული იქნება HMS მოწყობილობებზე HUAWEI ID ბავშვის ანგარიშით შესული მომხმარებლებისთვის ან თუ HMS მოწყობილობა მოწყობილია სპეციალურად ბავშვი მომხმარებლისთვის.
ჩვენ არ გავაზიარებთ ან გავხდით ხილვადს რეკლამის დამკვეთებისთვის ან სხვა მესამე მხარისთვის ინფორმაციის რაიმე სეგმენტს, რაც შეიძლება ასოცირებული ან მიბმული იყოს თქვენთან, როგორც კონკრეტულ მომხმარებელთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ რეკლამა არ იქნება წარმოდგენილი, თუ რეკლამის განმთავსებლის მეირ შექმნილ მიზნობრივ ჯგუფში 5000-ზე ნაკლები მომხმარებელია.
მომხმარებლების სასურველი ვარიანტების შესასწავლად, მათი ინტერესების შესაბამისი მიზნობრივი რეკლამების უზრუნველსაყოფად. ასეთი დამუშავება ასევე საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, რომლებიც იყენებენ Petal რეკლამების პლატფორმას, მიმართონ თავიანთი რეკლამა საჭირო ხალხზე საჭირო დროს.
ჩვენ ვიყენებთ მომხმარებლების მონაცემებს სხვადასხვა სეგმენტების შესაქმნელად მომხმარებლების მიერ გაზიარებული მსგავსი მახასიათებლების საფუძველზე. ზემოაღნიშნული მონაცემები გამოიყენება იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელი სეგმენტები იქნება მიმაგრებული თქვენზე. რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ამ სეგმენტების გამოყენება მათი რეკლამისთვის სპეციფიკური მიზნობრივი ჯგუფების შესაქმნელად. ასეთ სეგმენტებზე წვდომისა და მართვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 5.
ჩვენ არასოდეს ვაძლევთ უფლებას ან ნებართვას რეკლამის განმთავსებლებს უზრუნველყონ მიზნობრივი რეკლამა ისეთი სენსიტიური მონაცემების საფუძველზე, როგორიცაა ჯანმრთელობასთან, სექსუალობასთან, რელიგიურ ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული მონაცემები. რეკლამით გამოწვეული ნებისმიერი პოტენციური ზიანისგან ბავშვების დასაცავად, ჩვენ განზრახ არ მივაწოდებთ ბავშვებს პერსონალიზებულ რეკლამებს და გავფილტრავთ და შევზღუდავთ რეკლამებს, რომლებიც შეიძლება ბავშვებისთვის შეუფერებელი იყოს. თუ რემელიმე აპის რეკლამების მოთხოვნა მიანიშნებს, რომ მომხმარებელი არის ბავშვი, ჩვენ ვაჩვენებთ მხოლოდ კონტექსტურ რეკლამებს და არ შევინახავთ ან გამოვიყენებთ რაიმე მონაცემს პროფილირებისთვის. ასევე, პერსონალიზებული რეკლამები ნაგულისხმევად გამორთული იქნება HMS მოწყობილობებზე HUAWEI ID ბავშვის ანგარიშით შესული მომხმარებლებისთვის ან თუ HMS მოწყობილობა მოწყობილია სპეციალურად ბავშვი მომხმარებლისთვის.
ჩვენ არ გავაზიარებთ ან გავხდით ხილვადს რეკლამის დამკვეთებისთვის ან სხვა მესამე მხარისთვის ინფორმაციის რაიმე სეგმენტს, რაც შეიძლება ასოცირებული ან მიბმული იყოს თქვენთან, როგორც კონკრეტულ მომხმარებელთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ რეკლამა არ იქნება წარმოდგენილი, თუ რეკლამის განმთავსებლის მეირ შექმნილ მიზნობრივ ჯგუფში 5000-ზე ნაკლები მომხმარებელია.
რეკლამის დამკვეთებს შეუძლიათ გამოიყენონ მათი საკუთარი მომხმარებლის ინფორმაცია მათი მოწყობილობის მიხედვით და სხვა სარეკლამო იდენტიფიკატორებით მარკეტინგული აუდიტორიების შესაქმნელად და Petal რეკლამებით კონკრეტულ მომხმარებლებზე გამიზვნით. ასეთ სამიზნე ჯგუფში საჭიროა იყოს 5000 მომხმარებელი მაინც. რეკლამების დამკვეთებმა შეიძლება ასევე გამიზნონ მსგავს მომხმარებლებზე, მათ მიერ თავდაპირველად შექმნილი აუდიტორიის მიხედვით. რეკლამის დამკვეთებს Petal რეკლამების პოლიტიკით ეკრძალებათ მომხმარებლებზე გამიზვნა მათი სენსიტიური მახასიათებელების მიხედვით, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალუობა, რელიგიური რწმენა ან პოლიტიკური შეხედულებები.
ზუსტი მდებარეობის გამოყენება. თუ თანხმობა განაცხადეთ მდებარეობის მიხედვით რეკლამებზე ნაწილი 1-ის შესაბამისად, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი მოწყობილობის ზუსტი მდებარეობა, რათა გაჩვენოთ რეკლამები თქვენ მიერ მონახულებული ზონებისა და მდებარეობების მიხედვით, ასევე, გამოვიყენოთ სხვა მიზნებისთვის წინამდებარე დებულებაში განმარტებული სხვა მიზნებისთვის. ჩვენ არასოდეს შევინახავთ თქვენი მოწყობილობის ზუსტ მდებარეობას ჩვენი რეკლამების პლატფორმაზე.
რეკლამის დამკვეთის საკუთარი განიზვნის მონაცემები. რეკლამის დამკვეთებს შეუძლიათ გამოიყენონ მათი საკუთარი მომხმარებლის ინფორმაცია მათი მოწყობილობის მიხედვით და სხვა სარეკლამო იდენტიფიკატორებით მარკეტინგული აუდიტორიების შესაქმნელად და Petal რეკლამებით კონკრეტულ მომხმარებლებზე გამიზვნით. რეკლამის დამკვეთებს მოეთხოვებათ, ასეთი გამიზვნის განხორციელებისთვის მიიღონ თანხმობა მათი მომხმარებლებისგან. ასეთ სამიზნე ჯგუფში საჭიროა იყოს 5000 მომხმარებელი მაინც. რეკლამების დამკვეთებმა შეიძლება ასევე გამიზნონ მსგავს მომხმარებლებზე, მათ მიერ თავდაპირველად შექმნილი აუდიტორიის მიხედვით. რეკლამის დამკვეთებს Petal რეკლამების პოლიტიკით ეკრძალებათ მომხმარებლებზე გამიზვნა მათი სენსიტიური მახასიათებელების მიხედვით, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალუობა, რელიგიური რწმენა ან პოლიტიკური შეხედულებები.
ჩვენ ვიყენებთ გამომქვეყნებლების აპებიდან მიღებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 1) შემდეგი მიზნებისთვის ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე თქვენი ინტერესების, უფლებებისა და მოლოდინების მხედველობაში მიღებით.
სარეკლამო შიგთავსის მიწოდება და წარდგენა. მოწყობილობისა და ქსელის ინფორმაცია გამოიყენება რეკლამის განთავსების ტექნიკური თავსებადობის უზრუნველსაყოფად და თქვენს მოწყობილობაში რეკლამის გადმოცემის გასამარტივებლად. ტექნიკურად, ასეთი ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია გამომქვეყნებლებისგან რეკლამების მოთხოვნების მისაღებად, თქვენს მოწყობილობაზე რეკლამის მისაწოდებლად, რეკლამებზე თქვენს ინტერაქციაზე რეაგირებისთვის სამიზნე გვერდზე გადასაყვანად და თავსებადი რეკლამების მოსაწოდებლად მაგ., მოწყობილობის ენის პარამეტრების, ქსელის ტიპისა და ეკრანის ზომის შესაბამისად.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების მიზნებისთვის, რათა ვაწარმოოთ ჩვენი სარეკლამო საქმიანობა და მოგაწოდოთ თავსებადი რეკლამები, რომლებთანაც მომხმარებლებს ეფექტური ინტერაქცია ექნებათ. ეს ემსახურება ჩვენი კომპანიის ინტერესებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისა და ეფექტურობისთვის. ის ასევე ემსახურება ჩვენი პარტნიორების საქმიან ინტერესებს, დართავს რა ნებას გამომქვეყნებლებს, გამოიმუშაონ თანხა შიგთავსით და აძლევს საშუალებას რეკლამის დამკვეთებს მიწვდნენ შესაძლო მომხმარებლებს. შედეგად, რეკლამების განთავსება Petal რეკლამების მიერ შეიძლება პოტენციურად სარგებლიანი იყოს ყველა მომხმარებლისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან ის ეხმარება ღია და უფასო ონლაინ სერვისების არსებობას.
შეზღუდული მონაცემების გამოყენება რეკლამირების შესარჩევად. თქვენ წინაშე წარდგენილი რეკლამები შეიძლება დაფუძნებული იყოს შეზღუდულ კონტექსტურ მონაცემებზე, როგორიცაა ინფორმაცია იმ აპის შესახებ, რომელიც გაჩვენებთ რეკლამებს, შიგთავსი, რომელსაც ნახულობთ, თქვენი მიახლოებითი მდებარეობა (ქალაქის დონე), ცნობები მოწყობილობაზე (ბრენდი და მოდელი, ენის პარამეტრები, ოპერაციული სისტემის ვერსია და აპი დაინსტალირების ინფორმაცია), ასევე, ცნობები ქსელზე (ქსელის ტიპი და მობილური ქსელის ოპერატორი). ინფორმაცია შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს პოზიტიური ან ნეგატიური გამიზვნისთვის, მაგ., კონკრეტული კონტექსტისთვის ადაპტირებული რეკლამის მისაწოდებლად ან შეუფერებელ კონტექსტში რეკლამის მიწოდების ასარიდებლად, ასევე, მომხმარებლისთვის ნაჩვენები რეკლამების სიხშირის საკონტროლებლად.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების მიზნებისთვის, რათა ეფექტურად ვაწარმოოთ ჩვენი სარეკლამო საქმიანობა და მოგაწოდოთ შეკითხვის კონტექსტისთვის ლოკალიზებული და შესაბამისი რეკლამები. კონტექსტური გამიზვნა ემსახურება ჩვენი კომპანიის ინტერესებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისთვის. ის ასევე ემსახურება გამომქვეყნებლებისა და რეკლამის დამკვეთების კომერციულ ინტერესებს, დართავს რა ნებას გამომქვეყნებლებს, გამოიმუშაონ თანხა შიგთავსით და აძლევს საშუალებას რეკლამის დამკვეთებს უფრო ეფექტურად მიწვდნენ შესაძლო მომხმარებლებს. ასევე, რეკლამების სიხშირის გაკონტროლება სასარგებლოა მომხმარებლებისთვის, რაღგან ხედავენ რეკლამების ნაკლებ გამეორებას. მსგავსად სარგებლობენ გამომქვეყნებლებიც, რადგან მომხმრებლებს აქვთ უკეთესი გამოცდილება თუ ისინი კიდევ და კიდევ არ ხედავენ ერთსა და იმავე რეკლამებს, ასევე, რეკლამების დამკვეთები სარგებლობენ იმით, რომ ზედმეტად არ გააჯერებენ კონკრეტულ მომხმარებლებს თავისი რეკლამებით და შეუძლიათ მიმართონ საკუთარი რეკლამის ხარჯვა უფრო ეფექტურად, კერძოდ, არ აჩვენონ იგივე რეკლამა ერთ მომხმარებელს ბევრჯერ.
რეკლამირების ეფექტიანობის გაზომვა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი რეკლამირება იქნება თქვენთან ნაჩვენები და როგორი ინტერაქცია გექნებათ მასთან, შეიძლება, გამოყენებული იყოს იმის განსასაზღვრად, რამდენად კარგად იმუშავა რეკლამამ თქვენთან ან სხვა მომხმარებლებთან და მიღწეული იქნა თუ არა რეკლამირების მიზნები, მაგალითად, ნახეთ თუ არა რეკლამა, დააწკაპუნეთ თუ არა მასზე, შედეგად, ჩამოტვირთეთ თუ არა აპი. ეს იძლევა რეკლამირების კამპანიის შესაბამისობის შეფასების საშუალებას.
ამ მიზნით დამუშავების აქტივობები ასევე მოიცავს გაზომვას, რამდენად შესაბამისი და უსაფრთხო იყო ბრენდისთვის სერვისის შიგთავსი, სადაც რეკლამა იყო ნაჩვენები, პროცენტულობა რეკლამის, რომლის ნახვაც შესაძლებელი იყო და რამდენ ხანს, რამდენი მომხმარებელი იყო ჩართული რეკლამაში, რა ხანგრძლივობით და რა ტიპის ჩართულობა იყო ეს (დაწკაპუნება, შეხება, კურსორის გადატარება, გადახვევა და სხვა), და განსაზღვრა, რამდენი უნიკალური მომხმარებლისთვის ან მოწყობილობაზე იყო რეკლამა ნაჩვენები, რეკლამის ატრიბუციისა და კონვერსიების გაზომვის ჩათვლით, იმ მოწყობილობის მახასიათებლების ანალიზი და გაზომვა, რომელზეც რეკლამა იყო ნაჩვენები (არაზუსტი მდებარეობა, მოწყობილობის ტიპი, ეკრანის ზომა, მოწყობილობის ენა, ოპერაციული სისტემა და მობილური ოპერატორი), ასევე, მოხსენება ინდივიდუალურ და შეჯამებულ დონეზე.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების მიზნებისთვის, რათა ეფექტურად ვაწარმოოთ ჩვენი სარეკლამო საქმიანობა და გავიგოთ, რომელი რეკლამები და რომელი გამომქვეყნებლები რომელი რეკლამის დამკვეთისთვის მუშაობენ უკეთესად. რეკლამების ეფექტიანობის გაგება და გაუმჯობესება ჩვენი კომპანიის ინტერესებს ემსახურება, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისთვის. ის ასევე ემსახურება ჩვენი პარტნიორების საქმიან ინტერესებს, დართავს რა ნებას გამომქვეყნებლებს, გამოიმუშაონ თანხა შიგთავსით და აძლევს საშუალებას რეკლამის დამკვეთებს უფრო ოპტიმალურად განათავსონ რეკლამები. გაზომვის რაიმე მაჩვენებლის არ არსებობა გამოიწვევს ბაზრების გაუმჭვირვალობას და რეკლამის განმთავსებლებს დატოვებს სიბნელეში, რაც უარყოფითად იმოქმედებს რეკლამის ხარჯებზე. ასევე, გამომქვეყნებლებმა შეიძლება ვერ მიიღონ ის აუდიტორია, რომელიც საუკეთესოდ რეაგირებს გარკვეულ რეკლამებზე. შედეგად, რეკლამების ეფექტიანობის გაზომვა Petal რეკლამების მიერ შეიძლება პოტენციურად სასარგებლო იყოს ყველა მომხმარებლისთვის და საზოგადოებისთვის, რადგან ის ეხმარება ღია და უფასო ონლაინ სერვისები ჩართვაში და ხდის რეკლამებს უფრო შესაბამისსა, ასევე, სასარგებლოა იმ სერვისების მიღება, რომელსაც აქვს მეტად საინტერესო შიგთავსი თქვენთვის და სხვა მომხმარებლებისთვის.
Petal რეკლამების პლატფორმა მოცემული რეკლამის განმთავსებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის შემდეგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენთ ინტერაქციას მათ რეკლამებთან: მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი ინფორმაციით თქვენი აპის შესახებ, რომელშიც ჩნდება რეკლამა (მაგ., აპის სახელი, ვერსია, ენა და ქვეყანა/რეგიონი), ცნობები მოწყობილობაზე (მაგ., ბრენდი, მოდელი, ეკრანის გარჩევადობა და ოპერაციული სისტემის ინფორმაცია), ცნობები ქსელზე (მაგ., IP მისამართი, ოპერატორის ინფორმაცია და ქსელის ტიპი), სარეკლამო/კამპანიის იდენტიფიკატორი და სარეკლამო მოვლენები (მაგ., რეკლამების ნახვები, დაწკაპუნებები, გაშვებები და ჩამოტვირთვები). რეკლამის განმთავსებლები ამუშავებენ მონაცემებს კონფიდენციალურობის დებულებების შესაბამისად და შეიძლება გამოიყენონ ის ატრიბუციის ანალიზის, კონვერსიების თვალის დევნების, მოტყუების გამორიცხვისა და ეფექტის შეფასების მიზნებისთვის. რეკლამის განმთავსებლებმა მონაცემები შეიძლება ასევე გამოიყენონ ხელახალი მარკეტინგისთვის Petal რეკლამების ან სხვა რეკლამების პლატფორმებისთვის (მაგ. თქვენზე ან მსგავს მომხმარებლებზე მიმართვა იმის გამო, რომ თქვენ ეწვიეთ მათ აპს ან ვებგვერდს), თუ თქვენ ასეთი დამუშავების თანხმობა მიეცით რეკლამის განმთავსებლებს. რეკლამების განმთავსებლებს Petal რეკლამების პოლიტიკით ეკრძალებათ მონაცემების გამოყენება მათი მომხმარებლის პროფილების შესაქმნელად და მოსამარეგებლად, ან სენსიტიური მონაცემების, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალურობა, რელიგიური რწმენა ან პოლიტიკური შეხედულებები, საფუძველზე სამიზნე ჯგუფების შესაქმნელად.
თქვენ მიერ რეკლამებზე დაწკაპუნების და სხვა მოქმედებების შესახებ, როგორიცაა სხვადასხვა სარეკლამო შიგთავსის გახსნა, ჩამოტვირთვა ან გაშვება HUAWEI-ს და პარტნიორის აპებში, ასევე HUAWEI AppGallery-ს აპების ინსტალაციებისა და გააქტიურების შეახებ სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად. ეს მონაცემები გამოიყენება რეკლამის განმთავსებლებთან ჩვენი ბიზნეს ურთიერთობის საწარმოებლად და მათი რეკლამების ეფექტურობის გაზომვისა და ანგარიშგებისთვის. რეკლამის განმთავსებლებს ვუზიარებთ შემაჯამებელ ანგარიშებს. ეს ემსახურება ჩვენს კომერციულ ინტერესებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისა და ეფექტურობისთვის.
შემაჯამებელი ანგარიშების რეკლამის განმთავსებლებისთვის გაზიარების გარდა, Petal რეკლამების პლატფორმა მოცემული რეკლამის განმთავსებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის შემდეგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენთ ინტერაქციას მათ რეკლამებთან: მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი ინფორმაციით თქვენი აპის შესახებ, რომელშიც ჩნდება რეკლამა (მაგ., აპის სახელი, ვერსია, ენა და ქვეყანა/რეგიონი), ცნობები მოწყობილობაზე (მაგ., ბრენდი, მოდელი, ეკრანის გარჩევადობა და ოპერაციული სისტემის ინფორმაცია), ცნობები ქსელზე (მაგ., IP მისამართი, ოპერატორის ინფორმაცია და ქსელის ტიპი), სარეკლამო/კამპანიის იდენტიფიკატორი და სარეკლამო მოვლენები (მაგ., რეკლამების ნახვები, დაწკაპუნებები, გაშვებები და ჩამოტვირთვები). რეკლამის განმთავსებლები ამუშავებენ მონაცემებს კონფიდენციალურობის დებულებების შესაბამისად და შეიძლება გამოიყენონ ის ატრიბუციის ანალიზის, კონვერსიების თვალის დევნების, მოტყუების გამორიცხვისა და ეფექტის შეფასების მიზნებისთვის. დამუშავება ხდება ჩვენი და ჩვენი რეკლამის განმთავსებლების კომერციული ინტერესებისთვის, რადგან იგი საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, გააანალიზონ მომხმარებლების ინტერაქცია მათ რეკლამებთან და ასეთი რეკლამების ეფექტურობა. რეკლამის განმთავსებლებმა მონაცემები შეიძლება ასევე გამოიყენონ ხელახალი მარკეტინგისთვის Petal რეკლამების ან სხვა რეკლამების პლატფორმებისთვის (მაგ. თქვენზე ან მსგავს მომხმარებლებზე მიმართვა იმის გამო, რომ თქვენ ეწვიეთ მათ აპს ან ვებგვერდს), თუ თქვენ ასეთი დამუშავების თანხმობა მიეცით რეკლამის განმთავსებლებს. რეკლამების განმთავსებლებს Petal რეკლამების პოლიტიკით ეკრძალებათ მონაცემების გამოყენება მათი მომხმარებლის პროფილების შესაქმნელად და მოსამარეგებლად, ან სენსიტიური მონაცემების, როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალურობა, რელიგიური რწმენა ან პოლიტიკური შეხედულებები, საფუძველზე სამიზნე ჯგუფების შესაქმნელად.
აუდიტორიის გაგება სხვადასხვა წყაროს მონაცემებიდან მიღებული სტატისტიკის ან კომბინაციების საშუალებით. ანგარიშების გენერირება შეიძლება მონაცემთა ნაკრებების (როგორიცაა მომხმარებლის პროფილები, სტატისტიკა, ანალიტიკური მონაცემები) კომბინაციის მიხედვით რეკლამასთან თქვენი ურთიერთქმედებისა და სხვა მომხმარებლების ურთიერთქმედების შედარების საფუძველზე, საერთო მახასიათებლების დასადგენად (მაგალითად, იმის დასადგენად, თუ რომელი სამიზნე აუდიტორია უფრო მგრძნობიარეა სარეკლამო კამპანიის ან გარკვეული შიგთავსის მიმართ). ასეთი ანგარიში მოიცავს ბაზრის აგრეგირებულ კვლევას და აგრეგირებული ანგარიშის წარდგენას გამომქვეყნებლებთან და რეკლამის დამკვეთებთან ონლაინ სერვისების უნიკალური წვდომის და/ან მათი რეკლამების აუდიტორიის შესახებ. ეს კონკრეტული მიზანი არ მოიცავს მომხმარებლის პროფილების შემუშავებას ან გაუმჯობესებას.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების მიზნებისთვის, რათა ეფექტურად ვაწარმოოთ ჩვენი სარეკლამო საქმიანობა ჩვენი აუდიტორიის გაცნობის გზით. აუდიტორიის ცოდნა საშუალებას იძლევა უფრო ეფექტური და ზუსტი იყოს აუდიტორიის იდენტიფიკაცია. ეს ემსახურება ჩვენი კომპანიის ინტერესებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისთვის. ის ასევე ემსახურება ჩვენი პარტნიორების საქმიან ინტერესებს, დართავს რა ნებას გამომქვეყნებლებს, გამოიმუშაონ თანხა შიგთავსით და აძლევს საშუალებას რეკლამის დამკვეთებს გააუმჯობესონ საკუთარი რეკლამირება.
სერვისების შემუშავება და გაუმჯობესება. ჩვენს და პარტნიორების სერვისებზე თქვენი აქტივობის შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ინტერაქცია რეკლამებთან, შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და შევქმნათ ახალი პროდუქტები (მაგ., რეკლამების ახალი ფორმატების) და სერვისები, მათ შორის ახალი მოდელებისა და ალგორითმების შექმნა მომხმარებლის ინტერაქციების საფუძველზე, აუდიტორიის ტიპი და სხვა. ეს კონკრეტული მიზანი არ მოიცავს მომხმარებლის პროფილების შემუშავებას ან გაუმჯობესებას.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების: ჩვენი სერვისების განვითარებისა და ჩვენი ბიზნესის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნებისთვის.
ანალიტიკური და განვითარების მიზნებისთვის, რათა გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების, როგორც კლიენტის, საჭიროებები და გავაუმჯობესოთ ჩვენი ახლანდელი და მომავალი სერვისებისა და შეთავაზებების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თაღლითობის არიდება და აღმოჩენა, შეცდომების გამოსწორება. თქვენი მონაცემები გამოიყენება უჩვეულო და შესაძლო თაღლითური აქტივობის (მაგალითად, რეკლამირებასთან დაკავშირებით, ბოტების მიერ რეკლამებზე დაწკაპუნებები) მონიტორინგისა და თავიდან აცილების მიზნით, ასევე, დასარწმუნებლად, რომ სისტემა და პროცესები სათანადოდ და უსაფრთხოდ მუშაობს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გავაანალიზოთ ის, თუ როგორ ახდენენ მომხმარებლები ინტერაქციას სენსორულ ეკრანთან (მაგ., როგორ და ეკრანის რომელ პოზიციაზე ხდება შეხება) და როგორ მოძრაობს მოწყობილობა (მოწყობილობის სენსორის მონაცემების საფუძველზე), რეკლამებზე თაღლითური დაწკაპუნებების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად. თქვენი მონაცემები შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც თქვენ, გამომქვეყნებელი ან რეკლამის დამკვეთი შეიძლება შეეჩეხოთ რეკლამების მოწოდებისა და თქვენი მათთან ურთიერთქმედების პროცესში.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რომ ვაწარმოოთ ჩვენი სარეკლამო საქმიანობა რაც შეიძლება უსაფრთხოდ და შეცდომების გარეშე, დავიცვათ ჩვენი ბრენდი და დავიცვათ ჩვენი ოპერაციები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა. რეკლამების ეკოსისტემის ყველა მხარეს აქვს ლეგიტიმური ინტერესი დაიცვას და მინიმუმამდე შეამციროს თაღლითობის გავლენა და დანაკარგები (მაგ., ბოტების მიერ შექმნილი ხარჯები). საზოგადოებას, როგორც მთლიანობას, აქვს ლეგიტიმური ინტერესი შეამციროს თაღლითობა ყველა და თითოეულ კონტექსტში.
ჩვენ ვიყენებთ თქვენ მიერ HMS-ის გამოყენებით მიღებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 1) შემდეგი მიზნებისთვის ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე თქვენი ინტერესების, უფლებებისა და მოლოდინების მხედველობაში მიღებით.
შეზღუდული HMS მონაცემების გამოყენება რეკლამირების ეფექტიანობის გასაზომად. ინფორმაცია თქვენ მიერ HUAWEI AppGallery-ის ჩამოტვირთვებისა და აქტივირების შესახებ გამოიყენება იმის განსასაზღვრად, რამდენად კარგად იმუშავა რეკლამამ თქვენთან ან სხვა მომხმარებლებთან და მიღწეული იქნა თუ არა რეკლამირების მიზნები, მაგალითად, ნახეთ თუ არა რეკლამა, დააწკაპუნეთ თუ არა მასზე, შედეგად, ჩამოტვირთეთ თუ არა აპი. ეს იძლევა რეკლამირების კამპანიის შესაბამისობის შეფასების საშუალებას.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესების მიზნებისთვის, რათა ეფექტურად ვაწარმოოთ ჩვენი სარეკლამო საქმიანობა. რეკლამების ეფექტიანობის გაგება და გაუმჯობესება ჩვენი კომპანიის ინტერესებს ემსახურება, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისთვის. ის ასევე ემსახურება ჩვენი პარტნიორების საქმიან ინტერესებს და აძლევს საშუალებას რეკლამის დამკვეთებს უფრო ოპტიმალურად განათავსონ რეკლამები. HUAWEI AppGallery-დან აპის ჩამოტვირთვის და აქტივირების მაჩვენებლების ნაკლებობა გამოიწვევს ბაზრების გაუმჭვირვალობას და რეკლამის განმთავსებლებს დატოვებს სიბნელეში, რაც უარყოფითად იმოქმედებს რეკლამის ხარჯებზე.
შეზღუდული HMS მონაცემების გამოყენება პერსონალიზებული რეკლამირებისთვის პროფილების შესაქმნელად. HMS-ში შეგროვებული მონაცემები (მონაცემების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 1) შეიძლება გამოყენებული იყოს Petal რეკლამების მიერ თქვენს შესახებ პროფილის შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად.
ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება აუცილებელია ლეგიტიმური ინტერესის მიზნებისთვის, რათა ვიცოდეთ ჩვენი მომხმარებლების პრიორიტეტები, ისე, რომ უკეთ მოვხერხოთ რეკლამების პერსონალიზება და შესაბამისად, უკეთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და სურვილები. ეს ემსახურება ჩვენი კომპანიის ინტერესებს, რადგან რეკლამის განმთავსებლები გვიხდიან ფულს რეკლამის განთავსებისთვის. ის ასევე ემსახურება გამომქვეყნებლებისა და რეკლამის დამკვეთების კომერციულ ინტერესებს აძლევს რა გამომქვეყნებლებს სასუალებას გამოიმუშაონ თანხა შიგთავსით, ხოლო რეკლამის დამკვეთებს აძლევს საშუალებას უფრო ეფექტურად მიაწვდინონ ხმა შესაძლო კლიენტებს (ზემოთ ასევე იხილეთ მიზანი „პროფილების გამოყენება პერსონალიზებული რეკლამების შესარჩევად“).
თაღლითობის დასადგენად (მაგ., როცა თავდამსხმელი იყენებს ავტომატურ პროგრამულ უზრუნველყოფას რეკლამაზე სისტემატიურად დაწკაპუნებისთვის) და რეკლამის განმთავსებლების დასაცავად არასამართლიანი ხარჯებისგან. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გავაანალიზოთ ის, თუ როგორ ახდენენ მომხმარებლები ინტერაქციას სენსორულ ეკრანთან (მაგ., როგორ და ეკრანის რომელ პოზიციაზე ხდება შეხება) და როგორ მოძრაობს მოწყობილობა (მოწყობილობის სენსორის მონაცემების საფუძველზე), რეკლამებზე თაღლითური დაწკაპუნებების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად.
უსაფრთხოების მიზნებისთვის, დაცული და საიმედო სერვისების უზრუნველსაყოფად.
მესამე მხარის აპებისთვის, რომლებიც გაწვდიან რეკლამებს Petal რეკლამებიდან, საჭიროა თქვენი წინასწარი თანხმობა თქვენი მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორზე წვდომისა და რეკლამების პერსონალიზებისთვის თქვენი მონაცემების გაზიარებასა და გამოყენებაზე, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში. ჩვენ დავამუშავეთ თქვენს მონაცემებს თანხმობის იმ წინადადების შესაბამისად, რომელიც გადმოგვეცა აპის მიერ, სადაც მითითებულია თქვენი პრიორიტეტები, როგორც კონკრეტული დამუშავების მიზნებზე თქვენი თანხმობა და წინააღმდეგობა. თუ რეკლამების პერსონალიზებაზე აპისთვის თანხმობა არ მიგიციათ, შეიძლება მაინც მიიღოთ ზოგად ფაქტორებზე დაფუძნებული კონტექსტური რეკლამები Petal რეკლამებიდან, მაგალითად, ნანახი შიგთავსის, მიახლოებითი მდებარეობის (IP მისამართის მიხედვით), მოწყობილობის ენის პარამეტრების და მოწყობილობის მოდელის მიხედვით.
თუ დაეთანხმეთ მდებარეობის მიხედვით რეკლამებს ნაწილი 1-ის შესაბამისად, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი GPS და Wi-Fi ინფორმაცია, რომ გაჩვენოთ რეკლამები მონახულებული ადგილებისა და ზონების მიხედვით. ჩვენ არასოდეს შევინახავთ თქვენი მოწყობილობის ზუსტ მდებარეობას ჩვენი რეკლამების პლატფორმაზე.
პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება რეკლამების პერსონალიზაციისთვის, შევინახავთ ერთი (1) წლის განმავლობაში შეგროვების მომენტიდან. შენახვის პერიოდის გასვლისთანავე ჩვენ წავშლით ან ანონიმურად ვაქცევთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუ სხვაგვარად არ მოითხოვს კანონი და რეგულაციები. კონტექსტურ რეკლამებში გამოსაყენებლად დამუშავებული ყოველი მონაცემი წაიშლება შეგროვებიდან შვიდ (7) დღეში. გარდა ამისა, ჩვენ შევინახავთ:
პერსონალურ მონაცემებს, დამუშავებულს კლიენტთან ურთიერთობის მართვის მიზნით, როგორიც არის საჩივრები, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნებს, თანხმობის ჩანაწერებს და ხელშეკრულების მართვისთვის დამუშავებულ მონაცემებს ხუთ (5) წლამდე ვადით.
პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება ანალიტიკური და განვითარების მიზნებისთვის, შეგროვებიდან თორმეტ (12) თვემდე ვადით, თუ ასეთი დამუშავების წინააღმდეგი არ ხართ.
სარეზერვო ასლებსა და აპების ჟურნალებს, რომლებიც თქვენი მონაცემებისა და სერვისების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშავდება - მათი შექმნის თარიღიდან 6 თვემდე ვადით.
ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს ჰონკონგში (ჩინეთი) და სინგაპურში მდებარე მონაცემთა ცენტრებშიევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში მდებარე მონაცემთა ცენტრებში ჩვენი მომწოდებლის მონაცემთა ცენტრებში, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციაში და ჩვენი სახელით ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
ჩვენი ბიზნეს ოპერაციებისთვის, შესაძლოა, დაგვჭირდეს თქვენს მონაცემებზე წვდომა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკიდან, მექსიკიდან და მალაიზიიდან. ჩვენი ტექმომსახურებისა და მონაცემთა დამუშავების ოპერაციებისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენს მონაცემებზე წვდომა თურქეთიდან, სინგაპურიდან და მალაიზიიდან.
ამას გარდა, თქვენი მონაცემები შესაძლოა ასევე დამუშავდეს ჩვენს ადგილობრივ სერვისცენტრებში, რომლებიც მდებარეობს, მაგალითად, ეგვიპტეში, მექსიკაში, კოლუმბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მალაიზიასა და ტაილანდში, თქვენი ამჟამინდელი საცხოვრებელი რეგიონის/ქვეყნის მიხედვით.
ჩვენი ბიზნეს ოპერაციებისთვის, როგორიცაა მარკეტინგი, გამოკითხვები, გაყიდვების წახალისება და ბიზნესის განვითარება, ასევე კლიენტთა მხარდაჭერისთვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენი მომწოდებლების მიერ, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედებენ ჩვენი სახელით, როგორც მონაცემთა დამმუშავებლები და განლაგებული არიან რუსეთის ფედერაციაში.
ჩვენ შესაძლოა პერსონალური მონაცემების გადაცემა განვახორციელოთ რუსეთის ფედერაციიდან რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მდებარე სხვა რეგიონებში/ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სინგაპური და მალაიზია ტექმომსახურებისა და მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის. ამით თქვენ გვაძლევთ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ მდებარე რეგიონებში/ქვეყნებში.
თქვენს მონაცემებს ვაზიარებთ მხოლოდ:
ჩვენს მესამე მხარის მომწოდებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენთვის IT (მათ შორის ღრუბელზე დაფუძნებულს) და ბიზნეს მხარდაჭერას, ასევე კლიენტთა მომსახურების სერვისებს, შესაძლოა დასჭირდეთ თქვენი ინფორმაციის დამუშავება. ყველა ასეთი მესამე მხარე მოქმედებს ხელშეკრულების საფუძველზე და ჩვენი სახელით და მდებარეობს ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში.
როდესაც ეს საჭიროა სამართლებრივი პროცესის საპასუხოდ ან კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მოქმედი კანონების შესაბამისად ან სამართლებრივ წარმოებასთან თუ პროცესთან დაკავშირებით.
როდესაც ეს საჭიროა ქონების (როგორიც არის სერვისის შეთანხმებები) გაერთიანების, შერწყმის, გაყიდვის ან სერვისის Huawei-ს ჯგუფის ორგანიზაციისა თუ სხვა კომპანიის მფლობელობაში გადასვლის პროცესის ფარგლებში.
შემაჯამებელი ანგარიშების რეკლამის განმთავსებლებისთვის გაზიარების გარდა, Petal რეკლამების პლატფორმა მოცემული რეკლამის განმთავსებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის შემდეგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენთ ინტერაქციას მათ რეკლამებთან: მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი ინფორმაციით თქვენი აპის შესახებ, რომელშიც ჩნდება რეკლამა (მაგ., აპის სახელი, ვერსია, ენა და ქვეყანა/რეგიონი), ცნობები მოწყობილობაზე (მაგ., ბრენდი, მოდელი, ეკრანის გარჩევადობა და ოპერაციული სისტემის ინფორმაცია), ცნობები ქსელზე (მაგ., IP მისამართი, ოპერატორის ინფორმაცია და ქსელის ტიპი), სარეკლამო/კამპანიის იდენტიფიკატორი და სარეკლამო მოვლენები (მაგ., რეკლამების ნახვები, დაწკაპუნებები, გაშვებები და ჩამოტვირთვები). რეკლამის განმთავსებლები ამუშავებენ მონაცემებს კონფიდენციალურობის დებულებების შესაბამისად და შეიძლება გამოიყენონ ის ატრიბუციის ანალიზის, კონვერსიების თვალის დევნების, თაღლითობის გამორიცხვისა და ეფექტის შეფასების მიზნებისთვის. დამუშავება ხდება ჩვენი და ჩვენი რეკლამის განმთავსებლების კომერციული ინტერესებისთვის, რადგან იგი საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, გააანალიზონ მომხმარებლების ინტერაქცია მათ რეკლამებთან და ასეთი რეკლამების ეფექტურობა. რეკლამის განმთავსებლებმა მონაცემები შეიძლება ასევე გამოიყენონ ხელახალი მარკეტინგისთვის (მაგ. თქვენზე მიმართვაიმის გამო, რომ თქვენ ეწვიეთ მათ აპს ან ვებგვერდს) და სხვა სარეკლამო პერსონალიზებისთვის, თუ თქვენ ასეთი დამუშავების თანხმობა მიეცით რეკლამის განმთავსებლებს.
როდესაც თქვენს მონაცემებს გადავცემთ ან ვამჟღავნებთ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, სადაც ადგილობრივი კანონები შესაძლოა არ უზრუნველყოფდეს დაცვის იმავე დონეს, ჩვენ ვიცავთ მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს ამგვარი გადაცემის დაცვის ადეკვატური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც ვითვალისწინებთ ევროკომისიის სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს (SCC). თუ გსურთ მიიღოთ ფაქტობრივად ხელმოწერილი სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების ასლი, დაგვიკავშირდით.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, მონაცემთა სუბიექტის შემდეგი უფლებები და არჩევანი გაქვთ.
Petal რეკლამების პლატფორმა ქმნის მომხმარებლის სეგმენტებს რეკლამების დამკვეთებისთვის მომხმარებლების HUAWEI ID ანგარიშის ინფორმაციისა და HMS-ისა და პარტნიორიმესამე მხარის აპებთან სხვა ინტერაქციების საფუძველზე.
თუ HMS მოწყობილობას იყენებთ, სეგმენტები, რომელშიც ჩართული ხართ და რომლებიც ხელმისაწვდომია Petal რეკლამების დამკვეთებისთვის შეგიძლიათ ნახოთ თქვენს მოწყობილობაში გადასვლით პარამეტრები > კონფიდენციალურობა > რეკლამები და კონფიდენციალურობა > მეტი ინფორმაცია > რეკლამის ინფორმაცია, ან პარამეტრები > HMS Core > რეკლამები > მეტი ინფორმაცია > რეკლამის ინფორმაცია, ან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > HMS Core > რეკლამები > მეტი ინფორმაცია > რეკლამის ინფორმაცია, ან პარამეტრები > უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა > სხვა პარამეტრები > მოწყობილობის იდენტიფიკატორი > მეტი ინფორმაცია > რეკლამის ინფორმაცია თქვენი ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით. ამ ინფორმაციის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისგან დაცვის მიზნით, სეგმენტები რეკლამის ინფორმაციის გვერდზე გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეხვალთ თქვენს HUAWEI ID ანგარიშზე. ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს HUAWEI ID ანგარიშში და გადახვიდეთ მოწყობილობის პარამეტრები > ანგარიშის ცენტრი > კონფიდენციალურობის ცენტრი > თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების კონფიგურირება > რეკლამების პერსონალიზაცია სეგმენტებზე წვდომისთვის.
კონფიდენციალურობის ცენტრის ამ პარამეტრებზე წვდომა შეგიძლიათ HUAWEI ID-ს ვებ პორტალიდანაც.
თუ HUAWEI ID ანგარიში არ გაქვთ და გსურთ ასეთ სეგმენტებზე წვდომა, მათ შორის სეგმენტებზე, რომლებიც შექმნილია თქვენი GMS მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორის მიხედვით, ან გაქვთ სხვა მოთხოვნები თქვენს მონაცემებზე წვდომის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით.
შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი მონაცემები, რომლებიც მოგვაწოდეთ, დაპორტირდეს თქვენთან, ფართოდ მიღებული მანქანური კითხვის ფორმატით ჩვენთან დაკავშირების გზით.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ:
უარი თანხმობის საფუძველზე დამუშავებაზე, როგორ აღწერილია ნაწილში 5.5. უარის თქმის შემდეგ, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების გასაგრძელებლად იურიდიული საფუძველი აღარ გვაქვს, ჩვენ წავშლით ან ანონიმურად ვაქცევთ შესაბამის მონაცემებს.
უარი თქვათ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, როგორც აღწერილია სექციაში 5.4. თუ თქვენი პრეტენზია მართებულია და თქვენი მონაცემების დამუშავების გასაგრძელებლად იურიდიული საფუძველი აღარ გვაქვს, ჩვენ წავშლით ან ანონიმურად ვაქცევთ შესაბამის მონაცემებს მოქმედი პრეტენზიის ფარგლებში.
აირჩიეთ თქვენი მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორის აღდგენა შემდეგი მითითებების გამოყენებით:
თუ HMS მოწყობილობას იყენებთ, გადადით პარამეტრები > კონფიდენციალურობა > რეკლამები და კონფიდენციალურობა, ან პარამეტრები > HMS Core > რეკლამები, ან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > HMS Core > რეკლამები, ან პარამეტრები > უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა > სხვა პარამეტრები > მოწყობილობის იდენტიფიკატორი ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით. თქვენს ჭკვიან ტელევიზორში გადადით პარამეტრები > სისტემა > HMS Core > რეკლამები. ასეთ შემთხვევაში თქვენი მოწყობილობა დააგენერირებს ახალ შემთხვევით იდენტიფიკატორს და თქვენს წინა სარეკლამო იდენტიფიკატორთან დაკავშირებული მონაცემები არ მიებმება ახალ იდენტიფიკატორს.
თუ იყენებთ GMS მოწყობილობას, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული HMS მოწყობილობის პარამეტრები, გთხოვთ, გამოიყენოთ Google-ის რეკლამების პარამეტრები მოწყობილობის მენიუდან პარამეტრები > Google > რეკლამები > სარეკლამო იდენტიფიკატორის აღდგენა.
დაგვიკავშირდით, თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება უკანონოა და მონაცემები უნდა წაიშალოს.
ჩვენ წავშლით ან ანონიმურად ვაქცევთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, სექციაში 3 გაწერილი შენახვის ვადების შესაბამისად. თუ გამორთავთ პერსონალიზებულ რეკლამას, ჩვენს რეკლამების პერსონალიზაციის სისტემებში თქვენი მონაცემების სრულად წაშლას ან ანონიმიზირებას შეიძლება 7 დღემდე დასჭირდეს. თუ უარს იტყვით დამუშავებაზე ანალიტიკური და განვითარების მიზნებისთვის, შესაძლოა ასეთი მიზნებისთვის დამუშავებული მონაცემების სრულად წაშლას 14 დღემდე დასჭირდეს.
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ რეკლამების პერსონალიზაციის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:
შეგიძლიათ უარი თქვათ პერსონალიზებული რეკლამებისთვის პროფილების შესაქმნელად თქვენი შეზღუდული HMS მონაცემების გამოყენებაზე შემდეგი მითითებების შესრულებით:
თუ HMS მოწყობილობას იყენებთ, აირჩიეთ პერსონალიზებული რეკლამების გათიშვა გადასვლით პარამეტრები > კონფიდენციალურობა > რეკლამები და კონფიდენციალურობა, ან პარამეტრები > HMS Core > რეკლამები, ან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > HMS Core > რეკლამები, ან პარამეტრები > უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა > სხვა პარამეტრები > მოწყობილობის იდენტიფიკატორი ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით. თქვენს ჭკვიან ტელევიზორში გადადით პარამეტრები > სისტემა > HMS Core > რეკლამები. თუ უარს იტყვით რეკლამების პერსონალიზაციაზე, თქვენი Huawei სარეკლამო იდენტიფიკატორი შეიცვლება არაუნიკალური მნიშვნელობით, რომელიც შედგება მარტო ნულებისგან, მიზნობრივი რეკლამების მიღების თავიდან აცილების მიზნით.
თუ იყენებთ GMS მოწყობილობას, რომელსაც არ აქვს ზემოთ ნახსენები HMS მოწყობილობის პარამეტრები, გთხოვთ, გამოიყენოთ Google-ის სარეკლამო პარამეტრები მოწყობილობიდან პარამეტრები > Google > რეკლამები > რეკლამების პერსონალიზების გამოწერის გაუქმება ან სარეკლამო იდენტიფიკატორის წაშლა, თქვენი ოპერაციული სისტემის მიხედვით.
თუ თქვენ გამორთავთ რეკლამების პერსონალიზაციას, რეკლამა უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა თქვენ მიერ ნანახი შიგთავსი, მოწყობილობის ენის პარამეტრები და მოწყობილობის მოდელი, ან, როგორც ჭკვიანი რეკლამები.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აირჩიოთ ჭკვიანი რეკლამების გამორთვა მენიუდან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > რეკლამები და კონფიდენციალურობა > დამატებით ინფორმაცია, ან პარამეტრები > HMS Core > რეკლამები > დამატებითი ინფორმაცია, ან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > HMS Core > რეკლამები > დამატებითი ინფორმაცია, ან პარამეტრები > უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა > სხვა პარამეტრები > მოწყობილობის იდენტიფიკატორი > დამატებითი ინფორმაცია, ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით.
თუ გსურთ, უარი თქვათ თქვენი მონაცემების ანალიტიკისა და განვითარების მიზნებისთვის დამუშავებაზე, დაგვიკავშირდით.
ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი სარეკლამო იდენტიფიკატორის აღდგენა, როგორც აღწერილია ნაწილში 5.3. ასეთ შემთხვევაში თქვენი მოწყობილობა დააგენერირებს ახალ შემთხვევით იდენტიფიკატორს და თქვენს წინა სარეკლამო იდენტიფიკატორთან დაკავშირებული მონაცემები არ მიებმება ახალ იდენტიფიკატორს.
შეგიძლიათ უარი თქვათ იმ მონაცემების ასეთ დამუშავებაზე, რომლებიც შევაგროვეთ თქვენ შესახებ ჩვენი ან სხვათა ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე სხვა მიზნებისთვის, ამისთვის დაგვიკავშირდით.
ქვემოთ მოცემული მითითებების შესრულებით შეგიძლიათ უარი თქვათ იმ მონაცემების ასეთ დამუშავებაზე, რომლებიც შევაგროვეთ თქვენ შესახებ თქვენი თანხმობის საფუძველზე.
თუ იყენებთ HMS მოწყობილობას, აირჩიეთ ინდივიდუალური რეკლამების გამორთვა მენიუდან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > რეკლამები და კონფიდენციალურობა, ან პარამეტრები > HMS Core > რეკლამები, ან პარამეტრები > კონფიდენციალურობა > HMS Core > რეკლამები, ან პარამეტრები > უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა > დამატებითი პარამეტრები > მოწყობილობის იდენტიფიკატორი, თქვენი ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით. თქვენს ჭკვიან ტელევიზორზე, მენიუდან პარამეტრები > სისტემა > HMS Core > რეკლამები. თუ უარს იტყვით რეკლამების პერსონალიზებაზე, თქვენი Huawei მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი ჩანაცვლდება ყველა ნოლებისგან შემდგარი არაუნიკალური მნიშვნელობით.
თუ GMS მოწყობილობას იყენებთ, რომელსაც არ აქვს ზემოთ მოხსენებული HMS მოწყობილობის პარამეტრები, გამოიყენეთ Google-ის რეკლამირების პარამეტრები მოწყობილობის მენიუდან პარამეტრები > Google > რეკლამები > უარი რეკლამების პერსონალიზებაზე ან სარეკლამო ინდენტიფიკატორის წაშლა, თქვენი ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით.
თუ დათანხმდით მესამე მხარის პროგრამას გააზიაროს თქვენი მონაცემები Petal რეკლამებთან წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში ნახსენები მიზნებისთვის, საჭირო იქნება ამ აპიდან გამოტანოთ თქვენი თანხმობა, იმისთვის, რომ მიანიშნოთ, აღარ გსურთ, აპმა გააზიაროს თქვენი მონაცემები ჩვენთან.
თუ HMS მოწყობილობაში დათანხმდით თქვენი მდებარეობის მონაცემების დამუშავებაზე მდებარეობაზე დაფუძნებული რეკლამის უზრუნველსაყოფად, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მოწყობილობის მენიუში: პარამეტრები > კონფიდენციალურობა > წვდომა მდებარეობაზე > სისტემის სერვისები.
თუ გსურთ შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. თქვენ გაქვთ უფლება, შეზღუდოთ თქვენი მონაცემების დამუშავება შემდეგ შემთხვევებში:
თქვენი მონაცემები უკანონოდ მუშავდება, მაგრამ მათი წაშლა არ გსურთ.
თქვენ გაქვთ სამართლებრივი მოთხოვნა, რომელიც უნდა დაასაბუთოთ, განახორციელოთ და დაიცვათ და ამისთვის გვთხოვეთ შეგვენახა თქვენი მონაცემები, როცა სხვა შემთხვევაში მათ არ შევინახავდით.
თქვენ განაცხადეთ თქვენი პერსონალური მონაცემების უზუსტობის შესახებ და თქვენი მონაცემების სიზუსტე ჩვენ მიერ შემოწმების პროცესშია.
თქვენი შედავების მოთხოვნა ჩვენ მიერ შემოწმების პროცესშია.
მოთხოვნის გამოგზავნისას დააკონკრეტეთ მისი ფარგლები და საფუძველი. ჩვენ დაგიკავშირდებით თქვენი ვინაობის შესამოწმებლად, რომ დავიწყოთ თქვენი მოთხოვნის დამუშავება.
იმ სეგმენტებზე წვდომა და რედაქტირება, რომელშიც ჩართული ხართ და რომლებიც ხელმისაწვდომია Petal რეკლამებისთვის შეგიძლიათ გადასვლით პარამეტრები > ანგარიშის ცენტრი > კონფიდენციალურობის ცენტრი > თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების კონფიგურირება > რეკლამების პერსონალიზაცია. სეგმენტზე შეხებით, შეგიძლიათ გამორთოთ ის (მაგ., თუ თვლით, რომ სეგმენტი არც ისე ზუსტად აღწერს თქვენს ინტერესებს ან დემოგრაფიული ინფორმაცია არასწორია) და ის აღარ იქნება დაკავშირებული თქვენს მოწყობილობასთან. ასევე, შეგიძლიათ შეცვალოთ სეგმენტებზე დაფუძნებული HUAWEI ID ანგარიშის ინფორმაცია თქვენი ანგარიშის ინფორმაციის განახლებით გადასვლით პარამეტრები > ანგარიშის ცენტრი > პერსონალური ინფორმაცია.
კონფიდენციალურობის ცენტრის ამ პარამეტრებზე წვდომა შეგიძლიათ HUAWEI ID-ს ვებ პორტალიდანაც.
თუ HUAWEI ID ანგარიში არ გაქვთ და გსურთ ასეთი სეგმენტების მონაცემების წვდომა და გასწორება, მათ შორის სეგმენტებზე, რომლებიც შექმნილია თქვენი GMS მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორის მიხედვით, ან გაქვთ სხვა მოთხოვნები თქვენი მონაცემების გასწორების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით. როდესაც გამოგზავნით მოთხოვნას, გთხოვთ, მიუთითოთ, რომელი მონაცემები მიგაჩნიათ არასწორედ ან არასრულად.
მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებები, ნახავთ ნაწილში 5. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, უფლებების ან ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, ან თუ გსურთ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
ჩვენი სათავო ოფისის მისამართი: Huawei Services (Hong Kong) Co., Limited, Room 03, 9/F, Tower 6, the Gateway, No. 9 Canton Road, Tsim Sha Tsui, Kowloon, ჰონკონგი. სარეგისტრაციო ნომერი 1451551. Aspiegel SE, 3rd floor, Mespil Court, Mespil Road, Ballsbridge, Dublin 4, D04 E516, Ireland. რეგისტრაციის ნომერი 561134.
თუ სერვისს იყენებთ მოწყობილობით, რომელსაც არ აქვს ზემოთ მოყვანილი ჰიპერბმულის მხარდაჭერა (მაგალითად, Huawei ჭკვიანი ტელევიზორი), დაგვიკავშირდითhttps://consumer.huawei.com/en/legal/privacy-questions/ სხვა მოწყობილობიდან, მაგალითად, კომპიუტერიდან.
თუ თვლით, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ დებულების ან მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონების შესაბამისად არ ვამუშავებთ, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ თქვენს ქვეყანაში/რეგიონში მონაცემთა დაცვის უწყებაში ან პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის კომისართან ჰონკონგში (ჩინეთი) მონაცემთა დაცვის კომისართან ირლანდიაში.
გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ ამ დებულების უახლესი ვერსია აპის პარამეტრებიდან, ვინაიდან ის შეიძლება დროდადრო შევცვალოთ. თუ ამ დებულებაში არსებით ცვლილებებს შევიტანთ, ამის შესახებ შეგატყობინებთ შესაბამისი მეთოდით, როგორიცაა შეტყობინების დიალოგის ველი, შეტყობინება თქვენს მოწყობილობაში, ელფოსტა და ა.შ., ცვლილების ხასიათიდან გამომდინარე.